მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს შეცვლილი ფორმატით ჩააბარებენ

მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს შეცვლილი ფორმატით ჩააბარებენ, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

ტესტირების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ეკრანზე დაინახავენ არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახეს თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

საატესტატო გამოცდები მე-11 კლასელებს ოთხ საგანში – ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში, ხოლო მე-12 კლასელებს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში და ისტორიაში ჩაუტარდებათ.