პოლიტიკური დებატები პარლამენტში

მწვავე პოლიტიკური დებატების ფონზე გაგრძელდება განათლების მინისტრის მოსმენა პარლამენტში.

გუშინდელის მსგავსად, დღესაც ყველაზე მეტი კითხვა სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე და ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულო საგნების სიიდან ამოღებაზე დაისვა. მიხეილ ბატიაშვილს განმარტებების გაკეთება მოუხდა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზეც. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მინისტრის მოსმენით ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩა.

ოპონენტების შენიშვნების და პრეტენზიების მიუხედავად, მინისტრი განათლების სფეროში დაანონსებული რეფორმის გარშემო პოზიციის შეცვლას არ აპირებს, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს.

თეონა მანაგაძე ადევნებდა თვალს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიმდინარე დებატებს.