მოსწავლეების პროტესტი ბათუმში

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან მეთორმეტე კლასელი მოსწავლეები ბათუმში. „სამართალი სახლში დაგრჩათ?!“,  „ძირს უსამართლო სისტემა“, – ამ ლოზუნგებით ისინი ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

მოსწავლეები უსამართლობად აფასებენ იმ ფაქტს, რომ წელს მათ საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, უკვე მომავალი წლიდან კი, ისინი გაუქმდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ყველა მოსწავლე თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს.