დაანონსებული რეფორმა და კითხვები განათლების სამინისტროს

როგორი იქნება შიდა შეფასების სისტემა სკოლებში, საატესტატო გამოცდების მოხსნა შექმნის თუ არა კორუფციის საფრთხეს და რა მინიმალურ ბარიერებს დააწესებენ უნივერსიტეტები, სტუდენტების მისაღებად 2020 წლიდან.

კითხვები რომლებიც განათლების სამინისტროს დაანონსებულ რეფორმებს მოჰყვა ჯერ ბოლომდე პასუხგაუცემელია. საუბარია გამოსაშვები გამოცდების მოხსნასა და ეროვნული გამოცდებიდან ზოგადი უნარების ტესტების ამოღებაზე. განთლების სფეროს ექსპერტები კონკრეტულ ხარვეზებზე მიუთითებენ და უწყებისგან უფრო კომპლექსური ხედვის წარმოდგენას ითხოვენ.