14-წლიანი პაუზის შემდეგ ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი ოპერა სცენაზე ბრუნდება.
პრემიერიდან 100 წლისთავზე თეატრის სხვადასხვა თაობა „დაისის“ ახალ დადგმას წარმოადგენს. ეს იქნება თანამედროვე ვერსია ახალი ხედვით და მინიმალური დეკორაციებით.
საუკუნოვან ოპერას როგორც წლების წინ, ისე ახლაც ქორეოგრაფიულად ანსამბლი „სუხიშვილები“ გააფორმებს. საზოგადეობის განსაკუთრებული ინტერესისა და გაზრდილი მოთხოვნის გამო, საპრემიერო ჩვენებები რამდენიმე დღეზე გადანაწილდა – აქედან ორი აპრილში, ექვსი კი მაისში შედგება.