100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს – ეკონომიკის სამინისტრო, ბიზნესმენებს 100 სახელმწიფო ობიექტს სთავაზობს.
ახალი პროექტი ნათია თურნავამ წარადგინა. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
გიორგი გახარიამ შეთავაზების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას სხვადასხვა ბიზნესასოციაციები, დეველოპერები, ინვესტორები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროები, ფერმები, სამრეწველო ობიექტები და სპორტული ინფრასტრუქტურა.