„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“

12:19, 29.11.2019

100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს –  ეკონომიკის სამინისტრო, ბიზნესმენებს 100 სახელმწიფო ობიექტს სთავაზობს.

ახალი პროექტი ნათია თურნავამ წარადგინა. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.

გიორგი გახარიამ შეთავაზების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას სხვადასხვა ბიზნესასოციაციები, დეველოპერები, ინვესტორები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.  საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროები, ფერმები, სამრეწველო ობიექტები და სპორტული ინფრასტრუქტურა.

მსგავსი