10 წელი შემზარავი ტერაქტიდან.
2011 წლის 22 ივლისს მსოფლიო უტოიის კუნძულზე მომხდარმა თავდასხმამ შეძრა. ქვეყნის დედაქალაქში მოწყობილი აფეთქების შემდეგ ნორვეგიელი ულტრა მემარჯვენე, ანდერს ბრეივიკი კუნძულზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკს დაესხა თავს და 69 ადამიანი მოკლა, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. ტერორისტს 21 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ნორვეგია დღეს თავდასხმის დროს დაღუპულებს იხსენებს.