საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება

დღეს, 28 მარტს „ბათუმის არენა“ საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებების მატჩს უმასპინძლებს. „ჯვაროსნებისთვის“ ეს ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირზე პირველი მატჩია, ნორვეგიელები კი მეორე შეხვედრას გამართავენ.

საქართველო-ნორვეგია ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.