საქართველო-ნორვეგია პირველ არხზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება.

ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში ნორვეგიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ბათუმის სტადიონზე ხვალ 20 საათზე დაიწყება. ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრების დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, ეროვნულ გუნდს ხვალ გაცილებით ძლიერი მეტოქე ეყოლება.