დედაქალაქი მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება. რესპუბლიკის მოედანზე 31 ღამის კონცერტისთვის ბოლო დეტალებს აზუსტებენ და თბილისის მცხოვრებლებსა და სტუმრებს სადღესასწაულო ღონისძიებაზე ეპატიჟებიან. მუსიკალური საღამო ზუსტად ღამის 12 საათზე დაიწყება. საზეიმო ღონისძიებების გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი ხვალ ღამის 3 საათამდე იმუშავებს.
კესო ქაფიანიძე მოგვიყვება ახლა უფრო მეტს ხვალინდელი კონცერტის შესახებ.