ზურაბ პოლოლიკაშვილმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ის „ტვიტერში” წერს.
„უდიდეს მადლობას ვუხდი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის. ერთად ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენი სექტორის მნიშვნელობას ყველაზე რთულ პერიოდში. ერთად, უძლიერესი სიმტკიცით ჩვენ ტურიზმს ყველასთვის კვლავ თავის გზაზე დავაბრუნებთ! 2021 წელს ჩვენ აღვადგენთ ტურიზმს ერთობლივად!” – წერს ზურაბ პოლოლიკაშვილი.
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად დღეს მეორე ვადით აირჩიეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება მადრიდში, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სხდომაზე მიიღეს.