ზურაბ პოლოლიკაშვილის ახალი პროექტი - საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება #1TVSPORT
ზურაბ პოლოლიკაშვილის ახალი პროექტი - საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება #1TVSPORT

ზურაბ პოლოლიკაშვილის განაცხადებით, საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება. მისი თქმით, პროექტი უკვე დასრულებულია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„დინამო თბილისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი ამჟამად ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანია. 2005-06 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2006 წელს დაინიშნა ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

ამ პერიოდში მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდა ესპანური საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებთან. მისი ინიციატივით 2011 წელს „დინამო თბილისში“ დასაქმდა ბარსელონელი მწვრთნელი ალექს გარსია და ჩამოვიდა ოთხი ესპანელი მოთამაშე, მათ შორის ჩისკო მუნიოსი.

2011 წლის ივნისში, პოლოლიკაშვილის მოწვევით, საქართველოს მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ენრიკე სერესო და კლუბის გენერალური დირექტორი კლემენტე ვალვერდე ესტუმრნენ.

2013 წლის დეკემბერში გამართულ „სალერის თასზე“ (16-წლამდელებში), პოლოლიკაშვილის თაოსნობითა და საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოწვევით, მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემიამ ითამაშა. მისი დახმარებით 2015 წლის სექტემბერში „ზესტაფონის“ მფლობელი ილია კოკაია მადრიდში ესპანური კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა.