ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სხდომაზე მიიღეს.

აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს გაერო-ს გენერალური ასამბლეა 2021 წლის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე აირჩიეს.

მანამდე, 2009-2011 წლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, აგრეთვე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში.