ზურაბ ჯაფარიძე - საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური
ზურაბ ჯაფარიძე - საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური

მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური, – ამის შესახებ გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა. მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. მარიხუანას მოხმარების გამო, ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა.