ზურაბ გორნაკაშვილისა და საიდ დუდაევის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილისა და საიდ დუდაევის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გაგრძელებას ითხოვს. პროკურორის თქმით, არსებობს მიმალვის საფრთხე.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, გორნაკაშვილის ადვოკატი კვლავ 1 0000 ლარიან გირაოს, ხოლო საიდ დუდაევის უფლებების დამცველი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
საიდ დუდაევი, რომელიც სპეცოპერაციის წინა დღეს დააკავეს, სუს-ის ინფორმაციით, არის შოაიფ ბორზაევი. პროკურატურის განმარტებით, ამ დრომდე მისი საქმე იხილება, როგორც დუდაევის მიმართ, თუმცა საქმზე მოპოვებული მტკიცებულებებით და პირის იდენტიფიკაციის მეთოდების გამოყენებით, შესაძლოა, ის ბორზაევი იყოს და პროცესები მისი ბრალდების საქმეზე სწორედ შოაიფ ბორზაევით გაგრძელდეს.
საიდ დუდაევი, იგივე შოაიფ ბორზაევი სპეცოპერაციის წინა დღეს დააკავეს, ხოლო ზურაბ გორნაკაშვილი – 26 დეკემბერს თბილისში. აქამდე ის სხდასხვა დროს იმყოფებიდა დაკითხვაზე.
ამასთან, პროკურორ ნანა ხუნჯუას განმარტებით, გუშინ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ იდოიძის მიმართ, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, არსებობს გორნაკაშვილის ჩვენებაც.