ზურაბ გორნაკაშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სასმართლო პროცესი მიმდინარეობს
ზურაბ გორნაკაშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სასმართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომის დახურვის თაობაზე შუამდგომლობა პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ წარმოადგინა, რასაც დაეთანხმნენ როგორც დაცვის მხარე, ასევე თავად ბრალდებულები.
სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და გაიზიარა პროკურორის პოზიცია, რომ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე უმჯობესია პროცესების დახურვა.
ზურაბ გორნაკაშვილი ჩვენებას სასმართლოში მისცემს. ამის თაობაზე მისმა უფლებების დამცველმა ისაუბრა.
“ზურაბ გორნაკაშვილის ჩვენება იქნება ჩვენი მთავარი მტკიცებულება სასამართლო განხილვებზე. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს თუ მათ სურვილი ექნებათ დავკითხავთ როგორც დაცვის მხარის მოწმეებს”, – განაცხდა ადვოკატმა.
კითხვაზე, რატომ გამოიყო ორი ბრალდებულის საქმე დანარჩენი ექვსი ბრალდებულის საქმისგან და მიმდინარეობს თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ადვოკატი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე შუამდგომლობა ჯერ არ დამდგარა, თუმცა გამორიცხული არაფერი.