ზურაბ გორნაკაშვილი და საიდ დუდაევი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ზურაბ გორნაკაშვილი და საიდ დუდაევი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სუს-ის მიერ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი და საიდ დუდაევი, იგივე შოაიფ ბორზიევი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები გორნაკაშვილის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ხოლო დუდაევის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

ზურაბ გორნაკაშვილი სამართალდამცავებმა 26 დეკემბერს თბილისში დააკავეს. ის არაერთხელ იმყოფებიდა დაკითხვაზე და საქმეზე ჩვენებაც აქვს მიცემული.

დუდაევი იგივე ბორზიევი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ტერორიზმის ბრალდებით იძებნებოდა, სპეცოპერაციის წინა დღეს დააკავეს.

ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 თებერვალს ჩაინიშნა.

დაკავებულებს ტერორიზმის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი აჰმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადალახვაში, ასევე ბინის დაქირავებასა და სხვა ღონისძიებებში დაეხმარნენ.