საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანმას შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის GMP-სტანდარტის მედიკამენტების შემოტანას, რაც წამლის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. შეხვედრაზე მხარეებმა covid 19-ის მართვის მექანიზმებზეც იმსჯელეს.
ზურაბ აზარაშვილმა თურქეთის ელჩს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ფატმა ჯერენ იაზგანმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.