თურქეთის ელჩი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა საქართველოს, თუმცა თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის
თურქეთის ელჩი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა საქართველოს, თუმცა თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა საქართველოს, თუმცა თარიღი ჯერ უნდა შეთანხმდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განუცხადა.

მისი თქმით, თურქული მხარე საქართველოს მთავრობასთან თარიღის შეთანხმებას ელოდება.

„როდესაც საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრი გახარია ჩავიდა თურქეთში, 2019 წელს, მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უნდა გამართულიყო მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთში, რომელშიც თურქეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებდნენ მონაწილეობას. ამის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი უნდა ჩამოსულიყო ვიზიტით საქართველოში გაზაფხულზე, მაგრამ დაიწყო პანდემია და ყველაფერი დაიხურა. ახლა ვცდილობთ თარიღის შეთანხმებას და ველოდებით, საქართველის მთავრობას და მათ განრიგს. ჯერ არ ვიცი, როდის შედგება ეს შეხვედრა, თუმცა ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში, რაც შეიძლება მალე, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება. ერდოღანი ეწვევა საქართველოს, მან ეს თქვა მედიასთან შეხვედრაზე, მაგრამ თარიღი ჯერ უნდა შეთანხმდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ელჩმა.

დატოვე კომენტარი