ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინიტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად საკითხებს შეეხო.

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით თურქეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ერთობლივი რეგიონული პროექტები, საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარების და საიმედო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „კოვიდ-19“-ის პანდემიისას შექმნილ გამოწვევებზე და აღინიშნა, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით კვლავაც პრიორიტეტულია, ვინაიდან გლობალური პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.