ზურაბ აზარაშვილი - პრემიერი და მთავრობა რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მიმართული იქნება ჩვენი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ
ზურაბ აზარაშვილი - პრემიერი და მთავრობა რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მიმართული იქნება ჩვენი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.

„ვეთანხმები პრემიერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მისი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, მიმართული იქნება ჩვენი ხალხის, ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.