პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 200 ლარამდე იზრდება, პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა
პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 200 ლარამდე იზრდება, პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამის ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება.

„მეორე საკითხი ეხებოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მოგეხსენებათ, ადრეც გვქონდა დაანონსებული, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 200 ლარი გახდა დახმარება. ჯამში, წლევანდელ ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება და ამ ბავშვებს უკვე 200-ლარიან დახმარებას გადავუხდით. წლის განმავლობაში, ჯამში, ნახევარ მილიარდ ლარამდე გადავიხდით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.