ზურაბ აბაშიძე -  რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას მშვიდად გავეცნობით და ოფიციალური პასუხი ალბათ ხვალ იქნება
ზურაბ აბაშიძე -  რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას მშვიდად გავეცნობით და ოფიციალური პასუხი ალბათ ხვალ იქნება

საქართველოს ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სავარაუდოდ ხვალ უპასუხებს.

როგორც პირველ არხს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ყველა, ვისაც აღნიშნული საკითხი ეხება, განცხადებას გაეცნობა და ქართული მხარის პოზიციაც ამის შემდეგ ჩამოყალიბდება.

„ჯერ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, დროა საჭირო. განცხადებას მშვიდად გავეცნობით, სასწრაფო არაფერია. ვისაც ეს ეხება, განცხადებას ყველა გაეცნობა და ჩვენი პოზიცია ხვალისთვის ჩამოყალიბდება. ჯერ ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, განცხადებას ეს წუთია გავეცანით. გააზრებაა საჭირო და ჩვენი სათქმელი მზად ხვალისთვის გვექნება. ისეთი სასწრაფო არ არის, რომ პასუხი მაინცდამაინც დღეს მივცეთ. განცხადებას წყნარად, მშვიდად გავეცნობით და ოფიციალური პასუხი ალბათ ხვალ იქნება“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას დღეს უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.