ზუგდიდში სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ზუგდიდში სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მკურნალობდა, გუშინ გარდაიცვალა. პირველ არხს ფაქტი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ დაუდასტურა.
ამჟამად გრიპის სიმპტომებით ზუგდიდის საავადმყოფოში 19 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 19-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.