ენტონი ფაუჩის განცხადებით, გრიპის აცრის მსგავსად, შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყოველწლიურად გამოყენება გახდეს საჭირო
ენტონი ფაუჩის განცხადებით, გრიპის აცრის მსგავსად, შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყოველწლიურად გამოყენება გახდეს საჭირო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ ენტონი ფაუჩის განცხადებით, გრიპის აცრის მსგავსად, შესაძლებელია, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყოველწლიურად გამოყენება გახდეს საჭირო.

„იმედი გვაქვს, შეგვიძლია ეს კონკრეტული აფეთქება და ყველა მისი განშტოება მთელ მსოფლიოზე იმგვარად შევაკავოთ, რომ ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის ციკლური მონაცვლეობა არ მოხდეს. ასე რომ თქვენ ყოველ წელს განსხვავებულად უნდა უპასუხოთ მას“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ფაუჩის თქმით, მეცნიერები უკვე მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო უნივერსალურ ვაქცინაზე, რომელიც ვირუსის ყველა ვარიანტის მიმართ ეფექტური იქნება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ მცირე ვირუსის 1 299 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელიც პირველად სხვაგან დაფიქსირდა. მათ შორის განსაკუთრებით საგულისხმოა: B.1.1.7 – პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა და „კოვიდ-19“-თან შედარებით უფრო მეტად გადამდებია. ვირუსის ეს სახეობა აშშ-ის 41 შტატსა და ვაშინგტონშია აღმოჩენილი. B.1.351 – პირველად სამხრეთ აფრიკაშია აღმოჩენილი და აშშ-ის ცხრა შტატსა და ვაშინგტონში არის დაფიქსირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ვირუსი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშიც გამოვლინდა. P.1 – შტამი, რომელიც ბრაზილიაში აღმოაჩინეს, აშშ-ის ორ შტატში – მინესოტასა და ოკლაჰომაში გამოვლინდა. L452R – კალიფორნიასა და აშშ-ის კიდევ ათობით შტატშია გამოვლენილი. ექსპერტები კვლავ იკვლებენ ვირუსის ამ სახეობის მნიშვნელობას.