მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან ერთად, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს მერაბ კოსტავას ხსოვნას და მისი ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს ეროვნული გმირი 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში სოფელ ბორითთან დაიღუპა.
ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი და საზოგადო მოღვაწე 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიბადა.