ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.

გამოფენას დაესწრნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მერაბ კოსტავას ოჯახის წევრები და მეგობრები.

რამდენიმე კვირის წინ, მერაბ კოსტავას მეუღლე რუსუდან ბერიძემ ოჯახის პირად არქივში დაცული უნიკალური წერილები, ფოტოები და დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადასცა.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წელი სრულდება. ექსპოზიცია სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა.