ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. მაშველებმა გარდაცვლილი მამაკაცის 85 წლის დედის გადარჩენა შეძლეს.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მერიისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, მომხდარზე საქმე აღძრულია 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.