ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

11:18, 07.07.2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. მაშველებმა გარდაცვლილი მამაკაცის 85 წლის დედის გადარჩენა შეძლეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მერიისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, მომხდარზე საქმე აღძრულია 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი