ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 42 ადამიანი მკურნალობს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 42 ადამიანი მკურნალობს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 42 ადამიანი მკურნალობს, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა.

მისი თქმით, მათ შორის ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

როგორც სულხან ორჟონიამ აღნიშნა, 42-დან 13 პაციენტი ბავშვია.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ მოზარდს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისათვის, გუშინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 51 პაციენტი მკურნალობდა.