საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 41 ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორის ათი იყო „ცხელების ცენტრების“ პაციენტი, 24 შსს-ს თანამშრომელი, ორი მძღოლი, სამი საკარანტინო სივრციდან იყო, ხოლო კიდევ ორი თვითიზოლაციაში მყოფი პირია.
ყველა პასუხი უარყოფითია.
შესაბამისად, არც ერთ მათგანს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.