ზუგდიდში გამოკვლეული 41 პირის ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია

09:17, 12.07.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 41 ნიმუში გამოიკვლიეს.

მათ შორის ათი იყო „ცხელების ცენტრების“ პაციენტი, 24 შსს-ს თანამშრომელი, ორი მძღოლი, სამი საკარანტინო სივრციდან იყო, ხოლო კიდევ ორი თვითიზოლაციაში მყოფი პირია.

ყველა პასუხი უარყოფითია.

შესაბამისად, არც ერთ მათგანს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.

მსგავსი