ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც 1TV.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვალების მიზეზს გამოძიება და შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.