სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია
სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მომხდარი შემთხვევის დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნი ასაკოვანი ქალი ორი დღის გარდაცვლილია. მის გარდა, ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში დახვდათ კიდევ სამი ქალი, მათგან ორი უგონო მდგომარეობაში იყო.

ერთ-ერთი ქალი არის გარდაცვლილის და, მეორე ქალი – ნათესავი, მესამე კი არის 30 წლამდე ქალი, რომელიც გარდაცვლილის დისშვილია.

ამასთან, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილის დისშვილს სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის ერთადერთია, ვინც სახლში შესულ მაშველებს კონტაქტური დახვდათ.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამივე ქალი გადაყვანილია საავადმყოფოებში. გარდაცვლილის ცხედარი კი, პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

სამტრედიის ქუჩის  პირველ ნომერში მდებარე ბინაში გარდაცვლილი ქალი დღეს იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. მეზობლების თქმით, მათ კარს არავინ უღებდა, რის შემდეგაც, გამოიძახეს მაშველები. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში დახვდათ ქალის ცხედარი.