სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, სამტრედიის ქუჩის  პირველ ნომერში მდებარე ბინაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. მეზობლების თქმით, მათ კარს არავინ უღებდა, რის შემდეგაც, გამოიძახეს მაშველები.

ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში დახვდათ ქალის ცხედარი. ბინაში იმყოფებოდა კიდევ ორი ქალი, რომელთაგან ერთი იყო კონტაქტური, მეორე კი, უგონო მდგომარეობაში.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო ჯგუფები და ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა.