„დირსში“ მრავალსართულიანი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

21:53, 09.02.2019

თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ მრავალსართულიანი შენობიდან მამაკაცი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მსგავსი