თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ მრავალსართულიანი შენობიდან მამაკაცი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.