შამგონაში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს
შამგონაში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ამ ეტაპზე ბრალდებულ ბ. ს. ადვოკატი არ ჰყავს.

სავარაუდოდ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ, 31 დეკემბერს იმსჯელებს.

ბ. ს. მეუღლემ სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით 28 დეკემბერს დაასრულა. არსებული ინფორმაციით, მან თავი მეზობლის სახლში მოიკლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახი მომხდარში სიძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცხედარს სხეულზე სასტიკი ცემის კვალი აღენიშნება. პოლიციამ ბ. ს. შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე) და ძალადობის (126-ე) მუხლებით მიმდინარეობს.