ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუნდიალის მიღმა დარჩა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუნდიალის მიღმა დარჩა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის შვედეთის ნაკრების საბოლოო განაცხადი ცნობილი გახდა. 23-კაციან სიაში არ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც ნაკრებიდან წასვლის შესახებ ევრო 2016-ის შემდეგ გამოაცხადა, მაგრამ მოგვიანებით, მუნდიალზე გამოსვლის მზადყოფნა გამოთქვა.

შვედეთის ნაკრები რუსეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება:

მეკარეები – რობინ ოლსენი (კოპენჰაგენი, დანია), კარლ იოჰან იონსონი (გინგამი, საფრანგეთი), კრისტოფერ ნორდფელდტი (სუონსი, უელსი);

მცველები – მიკაელ ლუსტიგი (სელტიკი, შოტლანდია), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ანდრეას გრანკვისტი (კრასნოდარი, რუსეთი), ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი, გერმანია), ემილ კრაფტი, ფილიპ ჰელანდერი (ორივე – ბოლონია, იტალია), პონტუს იანსონი (ლიდსი, ინგლისი), მარტინ ოლსონი (სუონსი, უელსი);

ნახევარმცველები – ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი, გერმანია), ვიქტორ კლასონი (კრასნოდარი, რუსეთი), ალბინ ეკდალი (ჰამბურგი, გერმანია), სებასტიან ლარსონი (ჰალი, ინგლისი), ჯიმი დურმაზი (ტულუზა, საფრანგეთი), მარკუს როდენი (კროტონე, იტალია), ოსკარ ჰილემარკი (ჯენოა, შვედეთი), გუსტავ სვენსონი (სიეტლი, აშშ);

ფორვარდებიოლა ტოივონენი (ტულუზა, საფრანგეთი), მარკუს ბერგი (ალ აინი, საამიროები), იონ გუიდეტი (ალავესი, ესპანეთი), ისააკ კისე ტელინი (ბევერენი, ბელგია).
შვედეთის ნაკრების მეტოქეები F ჯგუფში იქნებიან: გერმანია, მექსიკა და სამხრეთ კორეა.