ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, Paradise Papers-ის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, ევროკავშირი "შავი სიის" შექმნის საკითხს განიხილავს 
ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, Paradise Papers-ის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, ევროკავშირი "შავი სიის" შექმნის საკითხს განიხილავს 

ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, Paradise Papers-ის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, ევროკავშირი „შავი სიის“ შექმნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პიერ მოსკოვიჩმა განაცხადა.

ევროკომისრის განცხადებით, Paradise Papers-ს სანქციები უნდა მოჰყვეს. როგორც მოსკოვიჩიმ აღნიშნა, საჭიროა, ოფშორული ზონების „შავი სიის“ შექმნა. აღნიშნულ საკითხს ევროჯგუფის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში შეხვედრაზე დღეს განიხილავენ.

2016 წელს ევროკომისიამ შეადგინა 81 ქვეყანისა და იურისდიქციის სია შეადგინა, სადაც გადასახადებისგან თავის არიდების სქემების ფართო გამოყენების ალბათობა დაფიქსირდა.

ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) Paradise Papers-ის სახელით გაავრცელა მასალები, რომლებიც მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ოფშორულ ოპერაციებს უკავშირდება.

ორგანიზაციის ხელში აღმოჩნდა ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებული იურიდიული ფირმა Appleby-ს 7 მილიონი დოკუმენტი, რომლებიც ოფშორული კომპანიების საქმიანობას ეხება. Paradise Papers-ისულ 13,4 მილიონ ფაილს მოიცავს. დოკუმენტები 1950- 2016 წლებს მოიცავს. ისევე, როგორც „პანამის დოკუმენტების“ შემთხვევაში, Paradise Papers-ის დოკუმენტები თავდაპირველად გერმანულმა გამოცემა Suddeutsche Zeitung-მა მიიღო. გაზეთმა მასალები ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა. კონსორციუმი 67 ქვეყნის 96 მედიასაშუალებას აერთიანებს.

გამოქვეყნებული დოკუმენტებში ფიგურირებენ გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე, დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები – ვაჭრობის მდივანი უილბურ როსი და სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, ამერიკელი გენერალი უესლი კლარკი, კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი, კანადის ყოფილი პრემიერები, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალ ილდირიმის შვილები, რუსეთის დუმის დეპუტატები ალექსეი ეზუბოვი და ვლადიმირ ბლოცკი, „როსნეფტის“ ხელმძღვანელის ყოფილი ცოლი მარინა სეჩინა, ასევე მომღერლები მადონა და ბონო. მასალებში ნახსენებია ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Apple, Nike, Uber- ი.