ევროკავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისას ქვეყნის მაკედონიად მოხსენიების გამო წუხილს გამოთქვამს
ევროკავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისას ქვეყნის მაკედონიად მოხსენიების გამო წუხილს გამოთქვამს

ევროკავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის ახალი პრეზიდენტის, გორდან სილიანოვსკა დავკოვას მიერ ფიცის დადებისას ქვეყნის მაკედონიად მოხსენიების გამო წუხილს გამოთქვამს.

მედიის ცნობით, ევროკავშირში გაიხსენეს არსებული, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების, „სრული პატივისცემის“ მნიშვნელობა, კერძოდ, საბერძნეთთან  შეთანხმება, რომელმაც სახელი „მაკედონია“ შეცვალა „ჩრდილოეთ მაკედონიად“.

„ევროკავშირი წუხს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ახალმა პრეზიდენტმა, სილიანოვსკა დავკოვამ არ გამოიყენა ქვეყნის კონსტიტუციური სახელი დღევანდელი ფიცის დადების ცერემონიაზე“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ქვეყნის ლიდერმა ფიცი დადო და ქვეყანას „მაკედონია“ უწოდა, ინაუგურაციაზე მიწვეულმა საბერძნეთის ელჩმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

შეგახსენებთ, რომ სკოპიესა და ათენს შორის შეთანხმების თანახმად, სახელი „მაკედონია“ „ჩრდილოეთ მაკედონიით“ შეიცვალა, რის შემდეგაც საბერძნეთმა მეზობელი ქვეყნის ნატო-ში შესვლაზე წინააღმდეგობა მოხსნა.