ზესტაფონში ყველა უბნის დათვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე 50.75 პროცენტით იმარჯვებს
ზესტაფონის საარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 53-ვე უბნის მონაცემები გამოქვეყნდა.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ზესტაფონის მერის არჩევნებში ხმათა 50.75 პროცენტით „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე იმარჯვებს. მან ჯამურად 12 876 ხმა მიიღო.
მეორე ადგილზეა „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე ხმათა 34,26 პროცენტით (8 692 ხმა).
5.81 პროცენტით (1 475 ხმა) მესამე ადგილზე გავიდა „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი გოგი წულაია. დამოუკიდებელი კანდიდატი ვახტანგ რობაქიძე 5.07 პროცენტით მეოთხე ადგილზეა.
2.64 პროცენტი აქვს ანზორ ნებიერიძეს „პატრიოტთა ალიანსიდან“, ხოლო დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები დააგროვეს.