ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტში ორი თანამშრომელი დაშავდა
ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტში ორი თანამშრომელი დაშავდა

ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტში ორი თანამშრომელი დაშავდა.

როგორც საქართველო სპირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა საწყობში მოხდა, სადაც ორ პირს რელსები დაეცა.

დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოებში, კლინიკა „ფერომედში“ და ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. 66 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას მარჯვენა წვივზე კლინიკა „ფერომედში“ უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

ექიმის, ვახტანგ ლაშხის ინფორმაციით, პაციენტი საშუალო სიმძიმით ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით დილით, 09:10 საათზე შემიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ დაშავებულმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე რკინის სიმძიმეების დაცემით მიიღო. ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მიხეილ ბებიაშვილი ზესტაფონის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ ქუთაისში, რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.