საფრანგეთში რკინიგზის თანამშრომლები, ავიაკომპანიების დისპეტჩერები და მასწავლებლები გაიფიცნენ
საფრანგეთში რკინიგზის თანამშრომლები, ავიაკომპანიების დისპეტჩერები და მასწავლებლები გაიფიცნენ

საფრანგეთში რკინიგზის თანამშრომლები, ავიაკომპანიების დისპეტჩერები და მასწავლებლები გაიფიცნენ. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ისინი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეფორმებს აპროტესტებენ.

როგორც მოსალოდნელია, საპროტესტო აქციის გამო, დღის განმავლობაში სარკინიგზო რეისების ნახევარზე მეტი და პარიზის აეროპორტებში ავიარეისების 30% გაუქმდება.

პარიზსა და სხვა ქალაქებში დაგეგმილია 150-მდე საპროტესტო მსვლელობა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პარიზის რამდენიმე უბანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის გეგმას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, 2022 წლისთვის საჯარო სექტორში სამუშაო ადგილები 120 ათასით უნდა შემცირდეს. ამას გარდა, იგეგმება რკინიგზელებისთვის არსებული სოციალური შეღავათების გაუქმება და ზოგიერთ რაიონში სარკინიგზო ხაზების დახურვა.