ზესტაფონში საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

19:48, 27.05.2019

ზესტაფონში დღეს მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი მიხეილ ბებიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

შემთხვევა ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტში დღეს მოხდა. საწყობში ორ პირს რელსები დაეცა.

მეორე დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

მსგავსი