ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით, მერიის შენობაში ოთხი მოქალაქე შიმშილობს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ოთხი მოქალაქე მეორე დღეა შიმშილობს. მერის კაბინეტის კარზე წებოვანი ლენტია გადაჭიმული. მოქალაქეები კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან გადადგომას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. აქციაში მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძეც მონაწილეობს.
„მოქმედი მერი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ხელისუფლებას ვთხოვთ, მოაშოროს ჩვენს მუნიციპალიტეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევეწირებით ამ საქმეს”,-განაცხადა 1-ელ არხთან აქციის მონაწილემ, მაია ქავთარაძემ.
მოშიმშილეების ინფორმაციით, მერის მხარდამჭერები 15:00 საათზე კონტრაქციის გამართვას მერიის შენობის წინ გეგმავენ.