ანა ნაცვლიშვილი - პოლიტიკურ პროცესში საჭიროა ახალი შინაარსის, ფორმის შემოტანა, შიმშილობა ამას ვერ აკეთებს, პოლიტიკური მოქმედების ეს ფორმა არ მომწონს, თუმცა არავის განვსჯი, ამის უფლება არ მაქვს
ანა ნაცვლიშვილი - პოლიტიკურ პროცესში საჭიროა ახალი შინაარსის, ფორმის შემოტანა, შიმშილობა ამას ვერ აკეთებს, პოლიტიკური მოქმედების ეს ფორმა არ მომწონს, თუმცა არავის განვსჯი, ამის უფლება არ მაქვს

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის მიერ შიმშილობის დაწყება, პოლიტიკური მოქმედების ეს ფორმა მისთვის მოსაწონი არ არის, თუმცა, გარკვეულწილად, მოშიმშილეთა არგუმენტები მისთვის გასაგებია.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პროცესში საჭიროა ახალი შინაარსისა და ფორმის შეტანა, რასაც შიმშილობა ვერ აკეთებს.

„არავის განსჯა არ მინდა და ამის უფლება არც მაქვს. პოლიტიკური მოქმედების ეს ფორმა არ მომწონს. არ მგონია, ამას ის ეფექტი ჰქონდეს საზოგადოებაზე, რაც საჭიროა, მაგრამ, გარკვეულწილად, ამ ადამიანების არგუმენტების მესმის და არ განვსჯი. ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში საჭიროა ახალი შინაარსის, ახალი ფორმის შემოტანა. შიმშილობა ამას ნამდვილად ვერ აკეთებს. სამწუხაროდ, ამ ქვეყნის ისტორიაში ჩვენ ასეთი რამ გვინახავს. მჯერა, გარდატეხის მოტანა შეუძლია ახალ ფორმას და ახალ შინაარსს. რა უნდა იყოს ეს, ამაზე, რა თქმა უნდა, სამუშაო ბევრია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა გუშინ შიმშილობა გამოაცხადეს.