ზბიგნევ რაუ - ეუთო-ს სახელმწიფოების უმრავლესობა მომხრეა სპეციალური ტრიბუნალის დაფუძნების, ბევრი ახლაც სთავაზობს დახმარებას უკრაინის პროკურატურას
ზბიგნევ რაუ - ეუთო-ს სახელმწიფოების უმრავლესობა მომხრეა სპეციალური ტრიბუნალის დაფუძნების, ბევრი ახლაც სთავაზობს დახმარებას უკრაინის პროკურატურას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებით, ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების დიდი უმრავლესობა მომხრეა, შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს გამოიძიებს.

მისივე თქმით, ბევრი მათგანი ახლაც მონაწილეობს სამხილების შეგროვებაში და დახმარებას სთავაზობს უკრაინის პროკურატურას.

„აბსოლუტურად ცხადია, რომ როდესაც დანაშაული ხდება, ამას უნდა მოჰყვეს სასჯელი, დანაშაულის ჩამდენი პირები კი სასამართლოს წინაშე წარდგნენ. როდესაც საქმე ტრიბუნალს ეხება, რასაკვირველია, ეს ინსტიტუციური საკითხია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას და კონსენსუსს საჭიროებს. როგორც იცით, ამ ინიციატივებზე მსჯელობა დაწყებულია, პროცედურების გათვალისწინებით, როგორ უნდა მომზადდეს ასეთი ტიპის ტრიბუნალი. მზად ვარ, დაგარწმუნოთ, რომ ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების დიდი უმრავლესობა მომხრეა ასეთი ტიპის ინსტიტუციის დაფუძნების. ბევრი მათგანი ახლაც მონაწილეობს სამხილების შეგროვებაში და კანონიერ დახმარებას სთავაზობს უკრაინის პროკურატურას მტკიცებულებების შეგროვებაში.

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საბოლოო შედეგის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ინსტიტუციურ პროექტს საერთაშორისო საზოგადოების დიდი უმრავლესობით კონსენსუსი სჭირდება, ეჭვი არ მეპარება, კანონიერი გამოსავალი მოიძებნება, რადგან ყველას დასანახად ჩადენილი ასეთი სისასტიკისა და სიმხეცის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, სამართლიანობის მოთხოვნა გაგრძელდება და წარმატებით დასრულება“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.