პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხიც განიხილეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხიც განიხილეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებით, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარებაც განიხილეს.

„მიმდინარე კვირაში მინისტრი დარჩიაშვილი გახლდათ საპატიო სტუმარი ევროსაბჭოში. ამიტომ დღეს ჩვენ შორის წარმართული საუბრები ბუნებრივია და აშკარაა, რომ არის ბრიუსელში წარმართული კონსულტაციების გაგრძელება და ეხება როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პრობლემატიკას, ასევე ევროპის უსაფრთხოებას, ვილნიუსის ნატო-ს სამიტის კონტექსტში. ასევე, განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება, ვინაიდან ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს თანაქმედება ახორციელებს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს, როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ასევე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოებისას. კიდევ ერთხელ, პატივცემულო ილია, მადლობა ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისათვის“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ ერთობლივ ბრიფინგზე.